რეგისტრაცია

ვიმოგზაუროთ კინოს სამყაროში

გამორთე ტელევიზორი და კომპიუტერი,შემოგვიერთდი ჩვენ!

გამორთე ტელევიზორი და კომპიუტერი,შემოგვიერთდი ჩვენ!
ჯადოსნური ლამპარი – კინოთეატრი 6 დან 12 წლამდე ბავშვებისათვის.
მიზანი: მოზარდები იმოგზაურებენ კინოს ჯადოსნურ სამყაროში
 

წლის განმავლობაში ცხრა ფილმი

მთელი სასწავლო წლის მანძილზე, თვეში ერთხელ მოსწავლეებს ვეპატიჟებით მათი ასაკისათვის შესაბამისი ფილმების ჩვენებაზე. მოსწავლეები ყოველ წელს ნახავენ 9 სხვადასხვა ჟანრის ფილმს. მომდევნო ექვსი წლის მანძილზე ,,ჯადოსნურ ლამპარში „ გაწევრიანებული ბავშვი გაეცნობა 54 ფილმს.

კლუბის ჟურნალი და სპექტაკლი

ყოველი კინოჩვენების წინ ბავშვები მიიღებენ კლუბის ილუსტრირებულ ჟურნალს, რომელიც წარმოადგენს ანონსს მომდევნო ფილმის შესახებ.

დარბაზში მათ გაუძღვება კინოს ორი გულშემატკივარი, რომლებიც მოზარდებთან ერთად მოკლე დისკუსიას გამართავენ და თეატრალურ სკეტჩს წარმოადგენენ. ჩვენებას მშობლები არ ესწრებიან. ბავშვებს დარბაზში მეთვალყურეობას კომპეტენტური პირები გაუწევენ.

ფილმებთან ერთად ვიზრდებით

ჯადოსნურ ლამპარში ბავშვები თანატოლებთან ერთად მთელი გრძნობებითა და ბავშვური ემოციით გაეცნობიან კინოსამყაროს. ეს ემოციები და რეფლექსიები კი მათ უვითარებს კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების უნარებს.

ხელმისაწვდომ ფასად

საწევრო გადასახადი ცხრა წარმოდგენისათვის 10 ლარი. ოჯახის მეორე ბავშვი იხდის 5 ლარს. მესამე კი -თავისუფლდება საწევრო გადასახადისაგან. გაწევრიანება შესაძლებელია მთელი სასწავლო წლის მანძილზე.

ჯადოსნური ლამპარი საქართველოში

,,ჯადოსნური ლამპარი“ მთელს სამყაროში არსებობს: ევროპაში, სამხრეთ ამერიკასა და აფრიკაში. 2013 წლიდან საქართველოს ორ ქალაქში რუსთავსა და ზუგდიდშიც ახარებს კინოთეატრი ბავშვებს.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს:

ზუგდიდი: www.facebook.com/magiclanternzugdidi
00995 558 39 01 50
zugdidi@jadosnuri-lampari.org

რუსთავი: www.facebook.com/rustavimagiclantern
00995 598520809
rustavi@jadosnuri-lampari.org

space
CCFYD_logo